საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს, როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი დაიცვან - Palitra News

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს, როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი დაიცვან

2025-02-14 12:40:43+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს, როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი დაიცვან. მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის, ცუდი იქნება. პარალელურად, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მის შედეგებს ევროპისთვის „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს. გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი ან რა წყაროებიდან იქნება დაფინანსება. თუმცა, კვლავ ისაუბრა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობების გახსნისთვის, ეგრეთ წოდებული „ვალის მუხრუჭის“ რეფორმის აუცილებლობაზე. ამასთან, როგორც შოლცმა აღნიშნა, ბოლო დროს მომხდარი მოვლენებისა და ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებების გათვალისწინებით, მშვიდობასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის მიღების გადადება აღარ შეიძლება.