აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც აშშ-ის კომერციის მდივნობის კანდიდატს, ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის კანდიდატს, ჯეიმისონ გრირს დაავალა ქვეყნების მიხედვით აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი და კონკრეტული „გამოსწორების ზომების“ შეთავაზება იმ შემთხვევებში, თუ ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია ხდება. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი ვაჭრობასთან მიმართებით აბსოლუტურად სასტიკი იყო. მისივე განმარტებით, ევროკავშირი აშშ-ს სათანადოდ არ ექცეოდა.