საპროტესტო მოძრაობა 15 თებერვლის აქციისთვის ემზადება - რას აპირებენ აქციის მონაწილეები - Palitra News

საპროტესტო მოძრაობა 15 თებერვლის აქციისთვის ემზადება - რას აპირებენ აქციის მონაწილეები

2025-02-14 12:32:04+04:00

საპროტესტო მოძრაობა 15 თებერვლის აქციისთვის ემზადება - სამოქალაქო სექტორი მოქალაქეებთან ერთად ხვალ ევროპის მოედანზე მასშტაბურ შეკრებას აანონსებს, რის შემდეგაც მარში თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართება. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია,-ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.