მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაესწრებიან - Palitra News

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაესწრებიან

2025-02-14 09:30:30+04:00

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაესწრებიან. ოპოზიციის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეჩერება იქნება. მათი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კონფერენციაში არმონაწილეობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ქართველი ხალხი მოქმედ რეჟიმს არ აღიარებს. ოპოზიცია ასევე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე საქართველოს მმართველი გუნდის წევრებს.