„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა - მმართველი პარტია ხალხის ძალისა და ევროპელი სოციალისტების ლიდერებთან ერთად 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლას იწყებს. მანამდე კი შემადგენლობამ საორგანიზაციო დეტალები განსაზღვრა. კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს, მისი მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება. პირველ სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის დასკვნა სხვადასხვა მიმართულებას შეაფასებს - მათ შორის 2003 წლის არჩევნებს, რომლის მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა.