მზადება მორიგი მასობრივი მსველობისთვის - შაბათს, 18 საათზე საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით აქცია ევროპის მოედანიდან დაიწყება და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების განცხადებით, პროტესტის გარეშე საქართველო პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად გადაიქცევა, სადაც ადამიანთა დაპატიმრებები და რეპრესიები ყოველდღიურობა გახდება. მსვლელობას უერთდებიან ბოლო პერიოდში სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეებიც.