მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენებს. სალომე ზურაბიშვილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა. მედია მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი, ეკონომისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და დაკავებული პირების ოჯახის წევრები - ასეთია, თითქმის 2 თვიანი პაუზის შემდეგ, განახლებული შეხვედრების საბოლოო სახე. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ახალი არჩევნებია საჭირო. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ამ მოთხოვნების შესრულებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია. მათი მოლოდინია, რომ მიუნხენის კონფერენცია კიდევ ერთხელ, მიმართავს საერთაშორისო ყურადღებას საქართველოს მიმართ და შესაბამისად, ხელისუფლებაზე წნეხიც გაიზრდება.