ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო - რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან - Palitra News

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო - რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან

2025-02-13 20:59:37+04:00

400 მომხრე 63 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია დოკუმენტში არსებული ჩანაწერები კი არაერთ საკითხს, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებს, საპროტესტო აქციებსა და სანქციებს შეეხება. სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდანაც.