„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა - მმართველი პარტია ხალხის ძალისა და ევროპელი სოციალისტების ლიდერებთან ერთად 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლას იწყებს. თუმცა მანამდე შემადგენლობამ საორგანიზაციო დეტალები განსაზღვრა. კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს, მდივნად კი სოზარ სუბარი. პირველ სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის დასკვნა სხვადასხვა მიმართულებას შეაფასებს - მათ შორის 2003 წლის არჩევნებს, რომლის მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა.