მზადება 15 თებერვლის საპროტესტო მსველობისთვის - შაბათს, 18 საათზე საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით აქცია სტარტს ევროპის მოედანიდან აიღებს და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების განცხადებით, პროტესტის გარეშე საქართველო პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად გადაიქცევა, სადაც ადამინთა დაპატიმრებები და რეპრესიები ყოველდღიურობა გახდება. მსვლელობას უერთდებიან ბოლო პერიოდში სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები. პარალელურად, ორ თვეზე მეტია პარლამენტის შენობასთან უწყვეტი პროტესტი 28 ნოემბრიდან გრძელდება.