საქართველოში რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება, პოლიტიკური დევნა და საზოგადოების მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ - სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენციის ტრიბუნას სწორედ ამ საკითხების გასაჟღერებლად გამოიყენებს. კონფერენციამდე ერთი დღე რჩება, მანამდე კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა 10 თებერვლდან განახლებული შეხვედრების ფორმატში მოისმინა სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლების პოზიციები. შეხვედრებში მონაწილე პირები მიიჩნევენ, რომ ერთდაერთი ლეგიტიმური პირი, რომელსაც ქართველი ხალხის სახელით საუბარი შეუძლია სწორედ სალომე ზურაბიშვილია.