როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 4 173 პირი დააბრუნეს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი - 2 543 მოქალაქე საქართველოში გერმანიიდან დააბრუნეს, შემდეგ მოდის საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ირლანდია, ესპანეთი და შვეიცარია. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში დაბრუნებულებიდან 1 048 არასრულწლოვანი იყო.