აპრილიდან შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, საკითხზე შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის უკვე მიღწეულია. მგზავრთა გადაყვანა შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანში სახმელეთო გზით საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანები საკარანტინო რეჟიმის გამო ამჟამად შეჩერებულია, თუმცა მთავრობებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „აზერბაიჯანის რკინიგზა“ მზადაა მგზავრთა გადაყვანის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.