უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა პრაქტიკულად არ მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტს - დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ უკრაინის ნატოს წევრ ქვეყნად ქცევა მოლაპარაკებების ეფექტური შედეგი არ არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უკვე დიდი ხანია საუბარია იმაზე, რომ ომში მყოფი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება და ტრამპიც სწორედ ამ პოზიციას იზიარებს. ამ საკითხზე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმაც და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტული არ უნდა იყოს და ახლა აუცილებელია ომში მყოფ ქვეყანას ზურგს მოკავშირეების მხრიდან გაგზავნილი ჯარისკაცები უმაგრებდნენ. აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარები არ განლაგდებიან.