საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ლევან მგალობლიშვილმა უნგრეთის ელჩთან ანა მარია შიკოსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკურ კურსსა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.