მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენციამდე ერთი დღე რჩება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონფერენციაზე დასასწებლად და იმ გზავნილების გასაჟღერებლად ემზადება, რომელიც საქართველოში ჩატარებული შეხვედრების ფორმატში მოისმინა. სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერების და პოლიტიკური დევნის შესახებ სასაუბროდ გამოიყენებს. ოპოზიციონერი, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ფინანსისტები, საჯარო მოხელეები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები - გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ მათი შეხედულებები მოისმინა. რა კონკრეტული გზავნილებით ჩადის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენციაზე.