მზადება შაბათს დაანონსებული აქციისთვის დაწყებულია - 15 თებერვალს, საღამოს 6 საათზე საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძვრებიან. აქციის ორგანიზატორები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს რომ ქვეყანის კრიზისის დასაძლევად და ევროპული კურსის შესანარჩუნებლად საქართველოში ხელხალაი არჩევნები უნდა დაინიშნოს. „საქართველო დგას გადამწყვეტ საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა! - ასეთი იყო საპროტესტო მსვლელობის თაობაზე გამართულ პრესნფერენციაზე ორგანიზაცია „დამკვირვებლების“ საერთო გზავნილი.