1. მზია ამაღლობელის შიმშილობის 33- ე დღეს მისი უფლებადამცველები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. მოთხოვნები, რომელსაც ადვოკატები სასამართლოსა და პროკურატურას უყენებენ 7 პუნქტისგან შედგება. მათ შორისაა პროკურატურის მხრიდან მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.