„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება - Palitra News

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება

2025-02-13 12:23:03+04:00

პარლამენტში, “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლაა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი კი, ოპოზიციონერის სტატუსით საგამოძიებო კომისიის მდივანი იქნება.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებიდან“ კომისიაში არიან - თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან “ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ - ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრებისათვის.

საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.