ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება - Palitra News

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება

2025-02-13 11:47:52+04:00

ნატო-ს ამოცანაა დააყენოს უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარებს გამოეხმაურა.

“უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდება ახალი განცხადებები ნატო-ს მეშვეობით უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება“, - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.