რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი თქმით, მოუთმენლად ელის ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყანის რუსეთთთან დაახლოებას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე გადავიდა.