უწყვეტი პროტესტი 77-ე დღესაც გრძელდება. მოქალაქეები დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს მართავენ და კვლავ აპროტეტებენ ხელისუფლების პოლიტიკასა და გადადგმულ ნაბიჯებს. ისინი უკვე ორ თვეზე მეტია აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. დღეს თბილისში ფილარმონიიდან რუსთაველისკენ პაატა ბურჭულაძის იუბილესთან დაკავშირებით მსვლელობაც გაიმართება. როგორც ცნობილია, საიუბილეო მსვლელობის მონაწილეები ცხრის ნახევარზე შეკრებას აპირებენ.