ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. ქვეყანაში შექმნილი ვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ სანქციების მექანიზმის ამოქმედება - ეს ის საკითხებია, რომელსაც ხვალინდელი კენჭსაყრელი რეზოლუცია მოიცავს. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას სალომე ზურაბიშილის, როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის წარმომადგენლის, მომავალ სამიტზე მიწვევის შესახებ. რეზოლუციას აფასებენ საქართველოში. მმართველი და ოპოზიციური პარტიების შეფასებები ეკა უშხვანმა მოისმინა.