საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. 10 თებერვლიდან განახლებული შეხვედრების ფორმატის მონაწილეები დღეს ეკონომისტები და ფინანსტები, ასევე აქციებზე დაკავებული ოჯახის წევრები იყვნენ. სალომე ზურაბიშვილი შეხვედრების დროს მიღებული გზავნილების მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაჟღერებას აპირებს. ხელახალი არჩვენების დანიშვნა, ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნების გზები - ამ პუნქტების გათვალისწინებით საერთო გეგმის შესამუშავებლად სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ოპონენტების შეხედულებებს ისმენს. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ თემის დეტალებით.