მზია ამაღლობელის შიმშილობის 32-ე დღე - პატიმარი ჟურნალისტი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულებების დიდი რისკის ქვეშაა, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს და და უფრო მეტიც, 4 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს. როგორი იქნება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარება მომდევნო 20 დღის შემდეგ, ვიდრე სასამართლო სხდომა გაიმართება ექიმები ვერ ამბობენ, თუმცა მათი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს. პარალელურად, პატიმარი ჟურნალისტი ადვოკატები ხვალ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობის წარსადგენად ემზადებიან. მანამდე კი უფლებადამცველებმა ის 7 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნების სია გაასაჯაროვეს, რომლებიც სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ გააჩნიათ.