შიმშილობის 32-ე დღე,- “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს. მზია ამაღლობელი მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივამედში” გადის. ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები და მხარდამჭერები. ამბობენ, რომ ამაღლობელი პოლიტპატიმარია და მის გასათავისუფლებლად ყველა რესურს გამოიყენებენ. ამ წუთბში მზია ამაღლობელის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი ჟურნალისტიც ესწრება.