სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენში კონკრეტული გზავნილებით ჩადის,- გათავისუფლდეს აქციებზე დაკავებული ყველა მოქალაქე და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. გერმანიაში გაფრენამდე ზურაბიშვილი დაკავებულების ოჯახის წევრებს, საჯარო მოხელეებსა და ფინანსისტებს შეხვდება. მანამდე კი მან შეხვედრა მედიის, არასამთავრო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.