გერმანიის საელჩო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ სასამართლო პროცესების დაკვირვებას. საელჩო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შეშფოთებას გამოხატავს. გერმანიის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები.