აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფე აბდულას მოუწოდა, რომ მისმა ქვეყანამ ღაზას სექტორიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელები მიიღოს. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორის მცხოვრებლების მიერ ტერიტორიის დატოვების აუცილებლობასთან დაკავშირებით აზრს არ შეიცვლის. მისივე თქმით, ტერიტორია უნდა აღდგეს და ახლო აღმოსავლეთის რივიერად იქცეს. მეფე აბდულამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგ იორდანიის მტკიცე პოზიცია დაადასტურა.