სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში გამგზავრებამდე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი უსაფრთხოების კონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მკვეთრი გზავნილების გაჟღერებას აპირებს. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის როლი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია და სწორედ მას შეუძლია პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებაში დაარწმუნოს. რა იქნება ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი მიუნხენის კონფერენციაზე და როგორია მოლოდინები პოლიტიკური აქტორების მხრიდან.