“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი 32 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მზია ამაღლობელი მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივამედში” გადის. ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები და მხარდამჭერები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ამაღლობელი პოლიტპატიმარია და მის გასათავისუფლებლად ყველა რესურს გამოიყენებენ. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნას მოქალაქეები ყოველდღე აჟრერებენ საპროტესტო აქციებზე. როგორია ბოლო ცნობები პატიმარი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.