პროტესტის 76-ე დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ - Palitra News

პროტესტის 76-ე დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ

2025-02-12 09:54:46+04:00

ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროტესტის 76-ე დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია,- დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები. გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, მოგვიანებით კი იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში ხალხის ხმა არ ისმის.