დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს აგზავნის. მისი თქმით რუსეთ-უკრაინის ომი მოკლე ვადაში უნდა დასრულდეს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, იმედოვნებს, რომ რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის, მარკ ვოგელის გათავისუფლება ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან ახალი ურთიერთობის დასაწყისი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გაცვლის შედეგად, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლება უზრუნველყო, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ის მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.