საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში 13 თებერვალს უყრიან კენჭს. გაავრცელებული ინფორმაციით კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას უცვლელი რიტორიკით ხვდებიან ქართულ ოცნებაში. ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი დარწმუნებული არიან, რომ ევროპელი დიპლომატები ქართული ოცნების საწინააღმდეგო და ქართველი ხალხის მხარდამჭერ ნაბიჯს გადადგამენ.