დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს თანამშრომლების შემცირებასა და დაქირავების შეზღუდვის საკითხზე მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლობას ავალებს. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მან ეს თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს. ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც გადადგომის შეთავაზებას, დაეთანხმებიან, თავიანთ ფულს მიიღებენ. პარალელურად, აშშ-ის კონგრესში დემოკრატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მიზნად, USAID-ის გასაუქმებლად სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას ისახავს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება, არაკანონიერია და ნებისმიერი რეფორმა კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.