ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო თავისი ახლანდელი კურსით ევროკავშირში ევრ შევა. მისივე განმარტებით, თუ საქართველოს ოფიციალური პირები ძალადობის გამოყენებას გააგრძელებენ, ესტონეთი მზადაა გააგრძელოს სანქციების გამკაცრება, მათ შორის გააუქმოს უვიზო მიმოსვლა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინსტრის თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება "კრიზიდან გამოსვლის და ნდობის გზაა.