"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიზიცელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე სამართლდამცავებს დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა, როგორ დააკავეს, შემდეგ კი, რამდენიმე ეტაპად, როგორ განხორციელდა მასზე როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესიც გაიმართა, რომელიც მის დაკავებას საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს. სასამართლომ ასევე განიხილა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის საქმეც, სადაც პროკურატურამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.