საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეხვედრები განაახლა - რა გზავნილები გაჟღერდა შეხვედრებზე - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეხვედრები განაახლა - რა გზავნილები გაჟღერდა შეხვედრებზე

2025-02-11 20:22:04+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეხვედრები განაახლა. სალომე ზურაბიშვილი დღეს მედია მენეჯერებს, ჟურნალისტებს , სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრებო ორგანზიაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც განაახლა. პოლიტიკური სუბიექტები სასანქციო პოლიტიკის მიმართულებით კოორდინაციაზე თანხმდებიან, "ქართული ოცნება" კი კვლავ კრიტიკულია და სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედერებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის ხელშეწყობად მიიჩნევს.