რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - Palitra News

რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

2025-02-11 15:31:25+04:00

რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ქარხანაში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ქალაქ ენგელსზეც განხორციელდა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა მდებარეობს.