მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შეხვედრები განაახლა. მედია მენეჯერების, ონლაინ და ტელევიზიის წარმომადგენლების შემდეგ ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება. 5 საათზეა ჩანიშნული კიდევ ერთი შეხვედრა არასამთავრებო ორგანზიაციის წარმომადგენლებთან. 2 თვიანი პაუზის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაციები გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან განაახლა. ამ ეტაპზე პოლიტიიკურ სუბიექტებს შორის შეთანხმება სასანქციო პოლიტიკის მიმართულებით კოორდინაციაზე არსებობს. კვლავ კრიტიკულია ქართული ოცნება, რომელიც სალომე ზურაბიშვილისა და დანარჩენი ოპონენტები როლს მხოლოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით ხედავს.