ოპოზიცია, დარწმუნებულია, რომ ახლა საპარლამენტო უმრავლესობას ქუჩაში გამოსული მოქალაქეებისა და კრიტიკული მედიის ყველაზე მეტად ეშინია - რა პასუხი აქვს მთავრობას - Palitra News

ოპოზიცია, დარწმუნებულია, რომ ახლა საპარლამენტო უმრავლესობას ქუჩაში გამოსული მოქალაქეებისა და კრიტიკული მედიის ყველაზე მეტად ეშინია - რა პასუხი აქვს მთავრობას

2025-02-11 12:45:46+04:00

„სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ქუჩაში არსებული პროტესტის ჩახშობა“- ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ეს არის ,,ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პარლამენტში ბოლო დროს მიღებული კანონებისა თუ მისაღები კანონპროექტების მთავარი მიზანი. " ოპოზიცია, დარწმუნებულია, რომ ახლა საპარლამენტო უმრავლესობას ქუჩაში გამოსული მოქალაქეებისა და კრიტიკული მედიის ყველაზე მეტად ეშინია- რაზეც მათ მიერ შემუშავებული ინიციატივები მეტყველებს. თავად მმართველი გუნდი კი გამკაცრებული რეგულაციების დაანონსებით სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შემცირების პირობად დებს.