ქართული ოცნების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ოპოზიციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმეგო გეგმა - მმართველი პარტიის ოპონენტები საერთო პოზიციიების შეჯერებით ცდილობენ კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ. გუშინ ერთობლივ მაგიდასთან კვლავ შეიკრიბნენ ოთხი ბარიერგადალახული სუბიექტი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი. ისინი ახლა ერთობლივად მუშაობენ იმ ადამიანების სიის შედგენაზე, რომლებიც მათივე შეფასებით ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო სანქციებს იმსახურებენ. შეძლებენ თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები საკითხებზე კონსესუსის მიღწევას? გუშინდელი შეხვედრის შემდგომ პოლიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ.