სტრასბურგში, 13 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ქართული ოპოზიციური ფლანგი დარწმუნებულია, რომ ევროპელი დიპლომატები ქართული ოცნების საწინააღმდეგო და ქართველი ხალხის მხარდასაჭერ ნაბიჯს გადადგმას. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნები უცვლელია და საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნისა თუ აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებიც იზიარებენ.