აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრების განცხადებით, ადვოკატი დავით გამყრელიძე ერთ-ერთ პატიმართან უკანონოდ შევიდა და მისგან ცრუ ჩვენების მიღებას ცდილობდა. მათივე ინფორაციით, დავით გამყრელიძე პატიმარ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლით სცადა მიეღო ცრუ აღიარებითი ჩვენება, რაზეც ადვოკატმა უარი მიიღო. ისინი პატიმრებს მოუწოდებენ არ გამართონ მოლაპარაკებები ოჯახისა და ადვოკატებთან კონსულტაციის გარეშე. დაკავებულების ოჯახის წევრები ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ.