„სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ქუჩაში არსებული პროტესტის ჩახშობა“- ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ეს არის ,,ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პარლამენტში ბოლო დროს მიღებულ კანონებისა თუ მისაღები კანონპროექტების მთავარი მიზანი. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ არალეგიტიმური პარტლამენტის მიერ მიღებული კანონებიც ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც ,,ქართული ოცნება." ოპოზიცია, დარწმუნებულია, რომ ახლა საპარლამენტო უმრავლესობას ქუჩაში გამოსული მოქალაქეებისა და კრიტიკული მედიის ყველაზე მეტად ეშინია- რაზეც მათ მიერ შემუშავებული ინიციატივები მეტყველებს. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა სახის იქნნება ,,ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული მედიასთან დაკავშირებული რეგულაციები, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკულ მედიაზე გავრცელდება. თავად მმართველი გუნდი კი ინიციატივით სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შემცირების პირობად დებს.