აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიკავეს.
სამართალდამცველები კვლავ ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას და აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა შეძლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით!” “ცეცხლი ოლიგარქიას!”
მანამდე გზის გადაკეტვის მცდელობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციონერი ლევან გოგიჩაიშვილი.