კოსოვოს საპარლამენტო არჩევნების, წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის მმართველი პარტია „თვითგამორკვევის მოძრაობა“ 41.3 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე ხმების 21.8%-ით „კოსოვოს დემოკრატიული პარტიაა“, მესამეზე კი - 17.8%-ით „კოსოვოს დემოკრატიული ლიგაა“. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ალბინ ქურთს 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის მანდატები არ ჰყოფნის და კოალიციის ფორმირება მოუწევს. კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს ჩატარდა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 88%-ი.