ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ - ი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით გულწრფელი არ არის. მისი განმარტებით, აშშ-ს გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, თეირანისთვის დაწესებული სანქციების გამო ჩნდება. პეზეშკენიანის თქმითვე, თეირანი ომისკენ არ ისწრაფვის, მაგრამ უცხოურ ზეწოლას არ დაემორჩილება. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებისთვის ღიაა. მან ქვეყნის პირველ პირთან საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.