თბილისის საქალაქო სასამართლოში როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით დაკავებული პირების საქმეები განიხილეს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით დაკავებული პირების საქმეები განიხილეს

2025-02-10 20:31:04+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით დაკავებული პირების საქმეები განიხილეს. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მსახიობი ანა ტყებუჩავა და სამოქალაქო აქტივისტი ქრისტინე ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი. სასამართლომ რამდენიმე ბრალდებულს ფინანსური ჯარიმები დაუწესა. ნაწილი კი ამ დრომდე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება. ბრალდებულთა განცხადებით, პროცესზე წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა. მათი შეფასებით, სასამართლო კორუმპირებულია და სანქცირებული პირების გავლენის ქვეშ იმყოფება, მაშინ როცა ხელისუფლება მოსახლეობის წინააღმდეგ ფინანსურ ტერორს ახორციელებს. ბრალდებულები ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.