თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ოთხ ბარიერგადალახულ სუბიექტსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შორის შეხვედრები განახლდა. კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველოს, ერთობა ნაციონალური მოძრაობის, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეთანხმდნენ შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე კონსულტაციებისთვის. ოპოზიცია ახლა ერთობლივად მუშაობს იმ ადამიანების სიის შედგენაზეც , ვინც მათი მოსაზრებით, მოქალაქეებზე განხორციელებული რეპრესიების გამო უნდა დასანქცირდნენ. მაშინაც კი როცა, თავად ოპოზიცია საკუთარ ერთიანობის ნაკლებობაზე კრიტიკას გამოთქვამდა, უმრავლესობას ოპონენტების ერთიანობაში ეჭვი არ შეპარვია. ქართული ოცნება კვლავ იმეორებს, რომ არსებობს ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის სახელიც ნაციონალური მოძრაობაა.